# Mobile Photography Mentor GEO

Tbilisi, Georgia · Added today

[Apply on the original posting → (opens in a new tab)](https://academyofdigitalindustries.recruitee.com/o/mobile-photography-mentor-geo)

## Job description

### ADI-ის შესახებ

ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე.

დღეს ADI ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგში, დიზაინში, პროგრამირებაში და სხვა სფეროებში.

2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა Tether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება.

როლის მოკლე აღწერა

ვეძებთ კრეატიულ, გამოცდილ მობილური ფოტოგრაფიის მენტორს რომელიც უხელმძღვანელებს პრაქტიკულ, პროექტებზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამას დამწყები და საშუალო დონის სტუდენტებისთვის. საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა პროფესიონალი ფოტოგრაფი, რომელიც იღებს მობილურითაც. ასევე კონტენტ-კრეატორი ან ვიზუალური თხრობის სპეციალისტი, რომელსაც სურს გაუზიაროს სტუდენტებს თავისი გამოცდილება და შთააგონოს ისინი მაღალი ხარისხის ვიზუალური კონტენტის შესაქმნელად მხოლოდ სმარტფონის გამოყენებით.

მენტორი სტუდენტებს ასწავლის მობილური ფოტოგრაფიის საფუძვლებს, როგორებიცაა განათება, კომპოზიცია, დამუშავება და ვიზუალური თხრობა. დაეხმარება მათ, ჩამოაყალიბონ პერსონალური ბრენდისა და სოციალური მედია პლატფორმებისთვის შესაბამისი ერთგვაროვანი ვიზუალური სტილი.

ძირითადი მოვალეობები:

- გაუზიაროთ სტუდენტებს ცოდნა, უხელმძღვანელოთ და დაუჭიროთ მხარი მათ განვითარებას.

- წაუძღვეთ ონლაინ და ადგილზე ჩატარებულ ვორქშოფებს, დეტალური სილაბუსის მიხედვით, რომელიც ხელს უწყობს აქტიურ ჩართულობას, პრაქტიკულ დავალებებსა და პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას.

- ასწავლოთ სმარტფონით ფოტოგრაფიაზე მორგებული (iOS და Android). ფოტოგრაფიის საფუძვლები - კომპოზიცია, განათება, პერსპექტივა, ექსპოზიცია და თხრობა.

- აჩვენოთ პროფესიული მობილური ფოტო-დამუშავების ტექნიკები, ინდუსტრიის წამყვანი აპლიკაციების, მაგალითად Adobe Lightroom Mobile-ისა და სხვა შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენებით.

- დაეხმაროთ სტუდენტებს საკუთარი ვიზუალური იდენტობის ჩამოყალიბებაში, ასწავლოთ ფერთა თეორია, ესთეტიკა და კონტენტის დაგეგმვა ისეთი პლატფორმებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, ინსტაგრამი.

- შეამოწმოთ დავალებები, მიაწოდოთ კონსტრუქციული უკუკავშირი და გაუწიოთ მენტორობა სტუდენტებს სასწავლო პროცესის მანძილზე.

- შეაფასოთ და უხელმძღვანელოთ სტუდენტებს დასკვნითი ფოტო-პროექტის შესრულებისას.

- შექმნათ მოტივირებული, პოზიტიური და ინკლუზიური სასწავლო გარემო ყველა სტუდენტისთვის.

- იყოთ ინფორმირებული უახლეს ტენდენციებზე მობილურ ფოტოგრაფიაში, დამუშავების ტექნიკებსა და სოციალური მედია კონტენტის სტანდარტებში და ახდენდეთ მათ ინტეგრაციას სასწავლო პროგრამაში.

- მოარგოთ სილაბუსი ADI-ის საგანმანათლებლო ხედვას - 10-12 ვორქშოფი, თითოეული 2 საათის ხანგრძლივობით, ისეთი თემებით, როგორებიცაა:

- მობილური ფოტოგრაფიის საფუძვლები

- კომპოზიციისა და განათების ტექნიკები

- სმარტფონის კამერის შესაძლებლობები (iOS და Android)

- Adobe Lightroom Mobile

- ფერთა თეორია და ვიზუალური ესთეტიკა

- ერთგვაროვანი სოციალური მედია ფიდის შექმნა

- პრაქტიკული გადაღების სესიები

- დასკვნითი ფოტო-პროექტი

**Live in the employer’s hiring system.** Read from the company's own applicant tracking system, not reposted from a job board — so it's a real, open requisition rather than an ad that outlived the role.

We remove it as soon as it disappears at source.

## More jobs like this

- AO [Academy of Digital Industries - Cloud Computing Mentor GEO](https://gurify.com/job/academy-of-digital-industries-cloud-computing-mentor-geo-56c32d7cc1b8) Tbilisi, Georgia · 3 days ago
- LQ [Learning Quality Specialist GEO](https://gurify.com/job/learning-quality-specialist-geo-cdddeba61842) Tbilisi, Georgia · 6 days ago
- AO [Academy of Digital Industries - AutoCAD Mentor GEO](https://gurify.com/job/academy-of-digital-industries-autocad-mentor-geo-f969494f321a) Tbilisi, Georgia · 5 weeks ago
- AO [Academy of Digital Industries - QA Testing Mentor GEO](https://gurify.com/job/academy-of-digital-industries-qa-testing-mentor-geo-586c90a7fb0e) Tbilisi, Georgia · 5 weeks ago
- MW [Senior Mobile SDK Engineer](https://gurify.com/job/senior-mobile-sdk-engineer-at-mwdn-4c8b0f53df63) Mwdn · Tbilisi, Georgia · last week
- PR [PGA Partnership Manager - Premier Golf](https://gurify.com/job/pga-partnership-manager-premier-golf-at-premiergolf-55cf4158912f) Premiergolf · Alpharetta, Georgia · 6 days ago

```json
{"@context":"https://schema.org/","@type":"BreadcrumbList","itemListElement":[{"@type":"ListItem","position":1,"name":"Jobs","item":"https://gurify.com/jobs"},{"@type":"ListItem","position":2,"name":"Georgia","item":"https://gurify.com/jobs/georgia"},{"@type":"ListItem","position":3,"name":"Mobile Photography Mentor GEO","item":"https://gurify.com/job/mobile-photography-mentor-geo-c2dea0d55c26"}]}
```
